Marxist Writers: August Bebel
ავგუსტ ბებელი
ავგუსტ ბებელი (1840 – 1913) - მუშა და მარქსისტი რევოლუციონერი. 1869 წელს ვილჰელმ ლიბკნეხტთან ერთად დააარსა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია. 1867 წლიდან იყო რაიხსტაგის წევრი. 1872 წელს ლიბკნეხტთან ერთად ორი წლით დააპატიმრეს „ღალატისთვის“ (საფრანგეთ-გერმანიის ომის წინააღმდეგ გამოსვლისთვის). ბებელმა წამყვანი პოზიცია შეინარჩუნა მას შემდეგაც, რაც 1875 წელს გოთაში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია შეუერთდა ლასალიანელებს. 1868 წლიდან ის განუწყვეტლივ იყო ჯერ ჩრდილოეთ გერმანიის, შემდეგ კი ერთიანი გერმანიის რაიხსტაგის წევრი - მისი მხურვალე საპარლამენტო გამოსვლები გერმანული სოციალ-დემოკრატიის ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა ისევე, როგორც მისი წიგნები, მათ შორის გამორჩეულად “ქალი და სოციალიზმი” და ავტობიოგრაფია - “ჩემი ცხოვრებიდან”.
შრომები:
კაცობრიობის იდეალი (1906) (PDF)
დედაკაცი და სოციალიზმი (1912) (PDF)