Marxist Writers: Karl Kautsky

კარლ კაუცკი


karl kaucki

კარლ კაუცკი (1854 – 1938), გერმანელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, იურისტი და პუბლიცისტი. გერმანიის და დას. ევროპის სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი თეორეტიკოსი და ლიდერი, მემარჯვენე სოციალისტთა იდეოლოგიის მამამთავარი. XIX–XX სს. მიჯნაზე უარყო კლასიკური მარქსიზმი, რის კრიტიკას უძღვნა არაერთი მნიშვ­ნე­ლო­ვანი თეორიული ნაშრომი. 1917 იყო გერმანიის დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფუძემდებელი. იგი, იცავდა რა დაპყრობილ ერთა კანონიერ უფლებებს, გადაჭრით ილაშქრებდა ერთა ლიგაში საბჭოთა იმპერიის მიღების წინააღმდეგ.
იყო II ინტერნაციონალის იმ დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც 1920 შემოდგომაზე ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა სა­ქარ­თველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის სა­ქართვე­ლოს დემოკრატიულ სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარების საქმეში, რაც განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყო პირველი სახელმწიფო, რომლის სა­თა­ვე­ში მოექცა სოციალ-დემოკრატიული პარტია. ­კაუცკიმ ქართველ მენშევიკებს გადარჩენის ასეთი გზა შესთავაზა: „თქვენ ვერ გაძლებთ დასავლეთ ევროპის დაუხმარებლად... თქვენ იძულებული იქნებით უცხო კაპიტალი მოიწვიოთ თქვენს ქვეყანაში... აქ კაპიტალიზმი სათანადოდ არ არის განვითარებული და თქვენი მისია იმაშია, რომ ხელი შეუწყოთ მის განვითარებას" (გაზ. „ერთობა", 1920, № 223, 238). სა­ქარ­თველოს შე­სა­ხებ დაწერა ბროშურა, რომელშიც იგი მენშევიკებს უცხოეთიდან ტექნიკური კადრების ჩამოყვანას ურჩევდა. ქართულ ენაზე ითარგმნა კაუცკის არაერთი თხზულება.

შრომები:

ისტორიულ ეკონომიური ნარკვევი (1905) (PDF)
ერფურტის პროგრამა (1906) (PDF)
ეთიკა და ისტორიის მატერიალისტური შემეცნება (1923) (PDF)
უახლესი სოციალიზმის წინამორბედნი (1927) (PDF)
კარლ მარქსის ეკონომიური მოძღვრება (1911) (PDF)
კარლ მარქსის ეკონომიური მოძღვრება (1931) (PDF)