Marxist Writers: Simon Khundadze

სიმონ ხუნდაძე


simon xundaze

სიმონ ხუნდაძე (1897-1933), სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1914-1917წწ.; დაამთავრა მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტი 1925 წელს.
სტუდენტობისას აქტიურად ჩაება რევოლუციური წრეების საქმიანობაში; 1917 წელს იარაღით ხელში, რუს სტუდენტებთან ერთად იბრძოდა რევოლუციის ბარიკადებზე; იმავე წელს სამშობლოში დაბრუნდა და ხელი მიჰყო ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის შესწავლასა და გამომზეურებას; საქართველოში დაბრუნებისთანავე ენერგიულად განაგრძო მეცნიერულ-ლიტერატურული მოღვაწეობა; მისი პირველი ნაშრომია "ქართული ინტელიგენციის პროფილი XIX საუკუნეში", რომელიც 1927 წელს დაიბეჭდა; 1932 წლიდან იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ლიტერატურის ფაკულტეტის ახალი ისტორიის კათედრის გამგე. საინტერესოდ აშუქებდა ჩვენი ინტელიგენციის სოციალურ-პოლიტიკურ იდეალებს და მისი განვითარების გზებს; სიმონ ხუნდაძის კალამს ეკუთვნის მონოგრაფიები: "სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში", "ნიკო ნიკოლაძე", "გიორგი წერეთელი", "დიმიტრი ყიფიანი", "სოლომონ რაზმაძე", "ივანე მაჩაბელი", "გალაქტიონ ტაბიძე", "არსენას ტიპი ქართულ მწერლობაში" და სხვა; ის წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ისტორიის კათედრას, იყო ამავე ფაკულტეტის დეკანი, ჟურნალ "ქართული მწერლობის" რედაქტორი, გამომცემლობების "ქართული წიგნის", "ფედერაციის", "სახელგამის" დირექტორი. მინიჭებული ჰქონდა პროფესორის წოდება. ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, ქართველ მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი.

შრომები:

თანამედროვე იმპერიალიზმის პრობლემები (ტომი I) (1923) (PDF)
ქართველი ინტელიგენციის პროფილი მეცხრამეტე საუკუნეში (1927) (PDF)
სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში (ტომი I) (1927) (PDF)
სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში (ტომი II) (1927) (PDF)
ნარკვევები (1941) (PDF)