Marxist Writers: Ferdinand Lassalle
ფერდინანდ ლასალი
ფერდინანდ ლასალი (1825 - 1864), მონაწილეობდა 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციაში. გერმანიაში შექმნა დემოკრატიული სოციალისტური პარტია. 1862 წელს მან მარქსიზმის საწინააღმდეგოდ ჩამოაყალიბა თეორია (ლასალიანიზმი), რომელიც ხსნიდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბურჟუაზიული საზოგადოება ყველა ინდივიდს უზრუნველყოფს მათი ინდივიდუალური საწარმოო ძალების შეუზღუდავი განვითარებით, პროლეტარიატის მორალური იდეა საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახურის გაწევაა. ლასალი თვლიდა, რომ პროლეტარიატი წარმოადგენდა საზოგადოებას, ინტერესთა ერთიანობას და თანამშრომლობას. ამიტომ, იგი თვლიდა, რომ მშრომელების საქმე კაცობრიობის საქმეა; როდესაც პროლეტარიატი პოლიტიკურ ბატონობას მოიპოვებს, მივიღებთ უფრო დაწინაურებულ მორალს, კულტურას და მეცნიერებას, რაც ცივილიზაციას განავითარებს. ლასალს, ჰეგელის მსგავსად, სწამდა რომ სახელწიფო სამართლიანობის ორგანოს წარმოადგენს. იგი თვლიდა, რომ გამარჯვების მოპოვება მხოლოდ სახელმწიფოს მეშვეობით იყო შესაძლებელი და სახელმწიფოს განმარტავდა, როგორც „ინდივიდების გაერთიანებას, რომელიც მილიონჯერ ზრდის ინდივიდების ძალას“. ის ხსნიდა, რომ „სახელმწიფოს მიზანი კაცობრიობის განათლება და განთავისუფლებაა“. იგი თვლიდა, რომ სახელმწიფო მიიღებდა პროლეტარიატის მიზნებს და ამიტომ რევოლუცია აუცილებელი არ იყო.
შრომები:
სახელმწიფო წყობილების ძირითადი მიზეზები (1906) (PDF)