(1901)

ბრძოლა — "ორგანო ქართველ სოციალ-დემოკრატთა კავშირისა". ბაქო, 1901–1902. [ბაქო. კავშირის საიდუმლო სტამბა]. პირველი არალეგალური ბეჭდური ორგანო ბოლშევიკური მიმართულებისა ქართულ ენაზე.

"1901 წლის სექტემბერში ამხ. კეცხოველმა ბაქოში გამოუშვა თბილისის სოციალ-დემოკრატიის ორგანო – გაზეთ "ბრძოლის" პირველი ნომერი.

არალეგალური ლიტერატურის გამოცემამ მოითხოვა განსაკუთრებული გამბედაობა, ენერგია, სიმტკიცე და დიდი ძალ-ღონე. ლადო კეცხოველი, ცხოვრობდა რა სტამბაში, მთელი არსებით ემსახურებოდა ამ საქმეს. ლადო მთელი თვეების განმავლობაში თითქმის დღე-და-ღამ თავაუღებლად მუშაობდა, იგი სისტემატუყრად ღებულობდა სტატიებსა და სხვა მასალას გაზეთ "ბრძოლისათვის" ამხანაგ სტალინისა და თბილისის ხელმძღვანელი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის სხვა წევრებისაგან. მთელ რიგ სტატიებს ლადო თვითონ სწერდა, ამავე დროს ასრულებდა რედაქტორის, კორექტორის, ასოთამწყობისა და მბეჭდავის როლს და ამ რთულ და სახოფათო საქმეს სიყვარულით აკეთებდა" (ბერია, ლ. პ. "ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის საკითხისათვის". მე-5, შევსებ. გამოც. თბ. 1939 წ. იხ. გვ. 38).

გაზეთი "ბრძოლა" – თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის, მისი ლენინურ-ისკრული ჯგუფის პირველი არალეგალური გაზეთი, იცავდა რევოლუციური მარქისზმის თეორიულ საფუძვლებს და პროლეტარიატის რევოლუციურ-კლასობრივი ბრძოლის ამოცანებს.

გაზეთი "ბრძოლა" ასაბუთებდა და ავითარებდა იმის აუცილებლობას, რომ სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები გადასულიყვნენ მასობრივ-პოლიტიკურ აგიტაციაზე, მოეწყოთ მუშათა კლასის რევოლუციური პოლიტიკური ბრძოლა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. იგი იცავდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციაში პროლეტარიატის ჰეგემონიის ლენინურ იდეას.

გაზეთ "ბრძოლას" თავისი თავი მიაჩნდა საერთო-რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ადგილობრივ ორგანოდ. იგი იცავდა ამიერკავკასიის პროლეტარიატის რევოლუციური ბრძოლის განუყრელ კავშირს მთელი რუსეთის მუშათა კლასის რევოლუციურ ბრძოლასთან" (იქვე. იხ. გვ. 40-41).

წყარო: სტალინი, თხზულებანი ტომი პირველი. ბერია, ლ. ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის საკითხისათვის. ბერია, ლ. ლადო კეცხოველი. გეგეშიძე, პ. არალეგალური ბოლშევიკური გაზეთები "ბრძოლა" და "პროლეტარიატის ბრძოლა" (იხ. ჟურნ. "პროლეტარული რევოლუცია", 1939 წ. №1, გვ. 7-41). ვ. დ. "ბრძოლა" – "პირველი ბოლშევიკური არალეგალური გაზეთი" ("კომუნისტი", 1939, 18 აპრილი, №89). ლენინური "ისკრა" და "სტალინური "ბრძოლა" (იხ. "კომუნისტი", 1941 წ. 6 აპრ. №81). დოკუმენტები და მასალები ("პროლეტარული რევოლუცია", 1943 წ. წიგნი 3).

დასკანირებული: ჟერმიანლის მიერ.




1901

N1, სექტემბერი, 1901.

N2-3, ნოემბერი-დეკემბერი, 1901.

N4, დეკემბერი, 1902.