კომუნისტური პერიოდიკა რევოლუციამდელ საქართველოში და მის შემდეგ
გაზეთები და ჟურნალები
ამ სექციის უმეტესობა აღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული მატიანე — ივერიელიდან, დანარჩენები პირადად დასკანირებული და ატვირთული არქივზე პატრონის თანხმობით.
რევოლუციის მატიანე (1923 – 1931) დროშა (1923 – 1935) რევოლუციის მატიანე — საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტისა და თბილისის კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის კომისუუს ორგანო, გამოდიოდა თბილისში 1923–1931 წლებში. ჟურნალში გამოქვეყნებულია მასალები საქართველოს კომპარტიისა და ამიერკავკასიის რევოლუციური მოძრაობის ისტორიიდა; დაბეჭდილია ფილიპე მახარაძის, მ. ცხაკაისა, ა. ენუქიძის, შ. ლეჟავას, მ. ორახელაშვილის, მ. ტოროშელიძის, თ. ჟღენტის, ს. თოდრიას, მ. ჩოდრიშვილის, ვ. სტურუასა და სხვათა წერილები და მოგონებები. დროშა — ორკვირეული სამხატვრო-სალიტერატურო, დასურათებული ჟურნალი „დროშა“ გამოდიოდა თბილისში 1923-1929 წლებში. 1925 წლის დეკემბრიდან გაზეთ "კომუნისტი"-ს ორკვირეული სამხატვრო-სალიტერატურო სურათებიანი დამატებაა. 1925 წლის N1-2-დან ჟურნალს მასობრივი ხასიათი მიეცა, დაემატა იუმორისტული ნაწილი კარიკატურებით. 1929-1935 წლების ჟურნალი "დროშა" წარმოიშვა გაზეთ "კომუნისტი"-ს ორკვირეული სურათებიანი დამატებიდან.
მოხალისეობისთვის ან კითხვებისთვის დაუკავშირდით [zchodrishvili (-@-) marxists.org]
ბოლოს განახლებული 7 სექტემბერი, 2026.