![]()
(1903-05)
პროლეტარიატის ბრძოლა — ("ბორბა პროლეტარიატა" – რუსულად. "პროლეტარიატი კრივ" – სომხურად). რ. ს.-დ. მ. პ. კავკასიის კავშირის კომიტეტის ორგანო. თბილისი, 1903–1905. გაზეთი გამოდიოდა 1903-დან 1905 წლამდე ამხანაგების სტალინის, ა. წულუკიძისა და ს. შაუმიანის ხელმძღვანელობით ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. სულ 12 ნომერი გამოვიდა.
გაზეთში მოთავსებულია ამხანაგ სტალინის მთელი რიგი სახელმძღვანელო სტატიები ხელმოუწერლად.
გაზეთი იბეჭდებოდა კავკასიის კავშირის კომიტეტის ავლაბრის არალეგალურ სტამბაში".
წყარო: სტალინი, თხზულებანი ტომი პირველი. [აღწერილობა აღებულია ლ. პ. ბერიას წიგნიდან "ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის საკითხისათვის". მეხუთე შევსებული გამოცემა. თბილისი. 1939. სახელგამი, პოლიტლიტერატურის სექტორი. იხ. გვ. 59]. ბერიძე, ს. პირველი ლეგალური ბოლშევიკური გაზეთი საქართველოში ("პროლეტარული რევოლუცია", 1943 წ. გვ. 78).
დასკანირებული: ჟერმიანლის მიერ.
1903
1904
1905
პერიოდიკა | ქართული სექცია