Marxist Writers: Wilhelm Liebknecht
ვილჰელმ ლიბკნეხტი
ვილჰელმ ლიბკნეხტი (1826 – 1900) - გერმანიის მუშათა კლასის მოძრაობის ლიდერი. 1848 წლის რევოლუციის მონაწილე. ემიგრაციაში იმყოფებოდა შვეიცარიაში, შემდეგ ინგლისში, სადაც კომუნისტთა ლიგის წევრი გახდა. 1862 წელს ვილჰელმი დაბრუნდა გერმანიაში და 1863-65 წლებში იყო საყოველთაო გერმანული მუშათა კავშირის (ლასალური პარტია) წევრი. 1866 წელს გახდა საქსონიის სახალხო პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი. ამ პარტიას იგი - ავგუსტ ბებელთან ერთად - წარმოადგენდა ჩრდილოეთ გერმანიის რაიხსტაგში, როგორც მემარცხენე პარტიის პირველი დეპუტატი. 1869 წელს იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თანადამფუძნებელი. გერმანიის რაიხსტაგის წევრი 1874-1900 წლებში. „Demokratisches Wochenblatt“, „Volksstaat“ და „Vorwarts“-ის „პასუხისმგებელი რედაქტორი“. კარლ ლიბკნეხტის მამა.
შრომები:
რა უნდათ სოციალ-დემოკრატებს (1906) (PDF)
პარიზის რევოლუცია (1906) (PDF)
ჩვენი მიზანი (1906) (PDF)
რა ბრალს გვდებენ? (1906) (PDF)