Marxist Writers: Filipe Makharadze
ფილიპე მახარაძე
ფილიპე მახარაძე (1868-1941) - ცნობილი ქართველი რევოლუციონერი, ბოლშევიკი, ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე. რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება ვარშავაში სტუდენტობისას, 1891 წლიდან. მას შემდეგ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ეგიდით მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად რუსეთის იმპერიის მასშტაბით, რის გამოც არაერთხელ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1901 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის საპირველმაისო დემონსტრაციაში. მომავალ წლებში წარმოადგენდა რსდმპ კავკასიის კავშირის ერთ-ერთ მოწინავე წევრს. იყო 1905-7 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე. რედაქტორობდა და თანამშრომლობდა არაერთ რევოლუციურ გამოცემასთან. 1917 წელს ხელმძღვანელობდა თბილისის საბჭოს დაარსებას. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მონაწილეობას იღებდა თერგის საბჭოთა რესპუბლიკის ორგანიზებაში. 1919 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაგრძო არალეგალური ბრძოლა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ხელმძღვანელობდა საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს, რომლიდანაც შემდგომში დაითხოვეს ნაციონალ-უკლონიზმის ბრალდებით. შემდეგ წლებში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საბჭოთა ხელისუფლებაში, ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას. მისი ნაშრომები მოიცავს როგორც პოლიტიკურ და ისტორიულ საკითხებს, ასევე ლიტერატურულ კრიტიკას. გარდაიცვალა 1941 წელს, დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში, სადაც მისი საფლავი 1987 წელს ააფეთქეს ეროვნული მოძრაობის წევრებმა, ამჟამად დასაფლავებულია ხუდადოვის ტყის ძმათა სასაფლაოზე.
ფილიპე მახარაძე - რჩეული თხზულებები:
წერილები სხვადასხვა საკითხებზე (ტომი II) (PDF)
წერილები სხვადასხვა საკითხებზე (ტომი III) (PDF)
მარქსიზმის დაცვისათვის (ტომი VI) (PDF)
აგრარული საკითხი (ტომი VII) (PDF)
ეკონომიური საკითხები (ტომი VIII) (PDF)
სვანეთი (PDF)